top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ცესკოს შესახებ ახალი კანონი ჩიხიდან გამოსვლას ითვალისწინებს – ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკოში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცესკოს შესახებ ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ეს ჩვენ განვმარტეთ ევროპელი პარტნიორების წინაშე და ჩვენი არგუმენტები ძალიან კარგად მიიღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არსებული კანონი, რომელიც თავის დროზე ეფუძნებოდა 19 აპრილის შეთანხმებას, ითვალისწინებდა ჩიხს. დღეს ცესკო არის ერთგვარ ჩიხში შესული. ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი არჩეულნი არიან დაახლოებით 2 წლის წინ 6 თვის ვადით და მათ მხოლოდ იმის გამო უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა, რომ ახალი თავმჯდომარე და წევრები არ არიან არჩეული – ეს არის ჩიხი. ეს ჩიხი შექმნა იმ პუნქტმა, რომელიც თავის დროზე ჩაიდო საბოტაჟის „წყალობით“ 19 აპრილის შეთანხმებაში.

ცესკოს შესახებ ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ეს ჩვენ განვმარტეთ ევროპელი პარტნიორების წინაშე და ჩვენი არგუმენტები ძალიან კარგად მიიღეს.

ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკოში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც გამართულად ჩაატარებს საარჩევნო პროცესს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ