top_leaderboard

აშშ-ის საელჩო: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ რობინ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ რობინ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის საელჩო განცხადებაში წერს, რომ რობინ დანიგანმა და ირაკლი კობახიძემ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერმინისტრ კობახიძესთან. მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ასევე იხილეთ