top_leaderboard
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს

უკვე ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და უკვე ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები თუ მაღალი დონის პოლიტიკური თანამშრომლობა. ეს, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ სტრატეგიულ დონეზე გადავიდეს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთსა და ამერიკასთან კავშირების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.

ასევე იხილეთ