leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოფიციალურად: მილანის მწვრთნელად პაულუ ფონსეკა დაინიშნა

მილანის მთავარ მწვრთნელად პაულუ ფონსეკა დაინიშნა. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

პორტუგალიელმა “როსონერისთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში მისი ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება. ფონსეკასთვის იტალიაში მუშაობა უცხო არაა, რადგან 2019-2021 წლებში რომას ედგა სათავეში.

ბოლოს ის ფრანგულ ლილში მუშაობდა, სხვადასხვა დროს კი, ავეშის, პასუშ ფერეირას, ბრაგას და შახტარის მწვრთნელი იყო, სადაც მისი ხელმძღვანელობით დავით ხოჭოლავა თამაშობდა.

პაულუ ფონსეკამ მილანში სტეფანო პიოლი შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მილანის ტიფოზებს არ სურდათ ფონსეკას გუნდში ხილვა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მათ პროტესტს ყურადღება არ მიაქცია.

ასევე იხილეთ