top_leaderboard

კახა კალაძე: ხაზარაძე არის ჩვეულებრივი ლუზერი

“ხაზარაძე არის ჩვეულებრივი ლუზერი. ჰგონია, რომ ამ რადიკალიზმით მიაღწევს წარმატებას. უბრალოდ სამარცხვინოა და ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის კამპანია, ის მუქარები, რაც „ლელოს“ და ხაზარაძეს ჰქონდა,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ რადიკალიზმით შეუძლებელია რამე წარმატებას მიაღწიო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი ამ წლების განმავლობაში ნახა, რომ რადიკალიზმით შეუძლებელია რამე წარმატებას მიაღწიო. შეუძლებელია საზოგადოებაში მოიპოვო მხარდაჭერა. თავად ნახეს ეს ყველაფერი და იციან, რომ არ ვარგა ეს. რაც შეეხება ხაზარაძეს, ის არის ჩვეულებრივი ლუზერი და ის პოზიცია, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ჰგონია, რომ ამ რადიკალიზმით მიაღწევს წარმატებას. უბრალოდ სამარცხვინოა და ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის კამპანია, რაც „ლელოს“ ჰქონდა და ხაზარაძეს, ის მუქარები. ემუქრებოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ არჩევნების შემდეგ ის იქნებოდა მოსკოვში და ა.შ. ანუ, წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს მსოფლმხედველობა, იდეოლოგია. ხაზარაძისეული პოლიტიკის შინაარსი მდგომარეობს იმაში, დღეს რომ ის ოპოზიციას წარმოადგენს და პოლიტიკაშია, უნდა იდევნებოდეს ის, მისი ოჯახი, თურმე, ეს ყოფილა ნორმალური და ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი მოცემულობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ