top_leaderboard

კახა კალაძე ოპოზიციაზე: მართლა რომ 100%-იანი სიმართლე თქვან, საზოგადოებას მათი აღარ სჯერა, არც მათი და არც მათი ტელევიზიების

“ძალიან კარგად იციან ეს 200 მილიონი საიდან მოვიდა, მაგრამ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. საუბარია ოპოზიციის განცხადებაზე, რომლის მტკიცებით, თბილისის მერია გასულ წელს აუთვისებელ 200 მილიონ ლარს 2024 წლის არჩევნებისთვის გამოიყენებს.

 

 

მათი ყოველდღიურობა ხომ სიცრუეზეა აგებული? ასე იყო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც არ შეცვლილან, იგივეს აგრძელებენ. მართლა რომ 100%-იანი სიმართლე თქვან, საზოგადოებას მათი აღარ სჯერა, არც მათი და არც მათი ტელევიზიების, რომლებიც გაჯერებულია სიცრუით, სიძულვილით. რაც შეეხება ამ 200 მილიონს, აქედან 100 მილიონი დამატებითი შემოსავლებია, რომელიც მიიღო მუნიციპალიტეტმა და ეს თავიდან ვერ აისახებოდა ბიუჯეტზე, სანამ წელი არ დასრულდებოდა და მეორე 100 მილიონი არის ის გარდამავალი პროექტები, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მერმა.

ასევე იხილეთ