top_leaderboard

კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის – მიხარია, რომ ადამიანი გრძნობს იმ საჭიროებებს და აუცილებლობას, რაც ჩვენს დედაქალაქს სჭირდება

“მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის და ძალიან მიხარია, რომ ადამიანი გრძნობს იმ საჭიროებებს და აუცილებლობას, რაც ჩვენს დედაქალაქს სჭირდება,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ჩვენ თავიდანვე გვინდოდა 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების ყიდვა, თუმცა ფინანსური შესაძლებლობები არ იყო და მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ. მიხარია, რომ დამატებით 40 ერთეულსაც შევიძენთ. ჩვენი ქალაქისთვის. ქალაქში უკვე მოძრაობს 18-მეტრიანი ავტობუსები. ბავშვივით მიხარია, მართლაც ძალიან ლამაზი და კომფორტული ავტობუსი. 160 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 43 დასაჯდომი ადგილია. ვიზუალურადაც მართლაც ულამაზესია და მიხარია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ