ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა.
აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ თავის ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება“, – აცხადებს ბაიდენი.