leaderboard_below_slide
left_sabechdi

Reuters: ევროკავშირი სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგს იწყებს

ევროკავშირი სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგს იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი ეტაპი სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს მნიშვნელოვანი რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის, მიგრაციისა და თავშესაფრის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხები, გადაადგილების თავისუფლების ძირითადი უფლებები.

ასევე იხილეთ