top_leaderboard
left_sabechdi

ნაპოლიდან ერთადერთი თვის სიმბოლურში

WhoScored-მა სერია A-ს თებერვლის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონ ნაპოლიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მოხვდა – ხვიჩა კვარაცხელია.

მეტიც, სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩას ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება აქვს – 8.21, თებერვალში ყველაზე ახლოს მასთან პაულო დიბალა (რომა) იყო – 8.12. დანარჩენ რჩეულებს საშუალო შეფასება 8 ქულაზე ნაკლები აქვთ. სიმბოლურ ნაკრებში ინტერის ფეხბურთელები ჭარბობენ – 5 კაცი (პავარი, ბასტონი, დიმარკო, ჩალჰანოღლუ და ლაუტარო). რომას დიბალას გარდა პარედესი წარადგენს, ხოლო მონცას (დი გრეგორიო), ატალანტას (პაშალიჩი) და ტორინოს (ბელანოვა) ნაპოლის მსგავსად თითო წარმომადგენელი ჰყავთ.

ბუნებრივია, დიდი გავლენა იქონია სასუოლოსთან მატჩმა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და 1 საგოლე პასი გააკეთა. WhoScored-მა მისი თამაში 10 ქულით შეაფასა. თებერვალში ხვიჩამ სერია A-ში 5 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

მარტში ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში 4 მატჩს ითამაშებს: შინ იუვენტუსთან (3 მარტი), შინ ტორინოსთან (8), სტუმრად ინტერთან (17) და შინ ატალანტასთან (30). ასევე, ერთი მატჩი ელის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან სტუმრად (12)

 

ასევე იხილეთ