left_sabechdi

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ასობით გულშემატკივარი დახვდათ.

პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) – ვერცხლის მედლები, ლაშა ბექაურმა (90 კგ) კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება.

ამასთანავე, ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

ასევე იხილეთ