top_leaderboard
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: ვეტინგს – როგორც რადიკალურ ზომას, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მიმართეს და ყველა შემთხვევაში ამან სასამართლოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „იმედის კვირაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებაზე ისაუბრა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს.

ოხანაშვილის თქმით, ამ ჩარევას, ანუ ვეტინგს – როგორც რადიკალურ ზომას, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მიმართეს და ყველა შემთხვევაში ამან სასამართლოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია

„ადრე 2012-ში ამბობდნენ [„ნაციონალური მოძრაობა“], რომ საკანონმდებლო ჩარევაც კი არ შეიძლება სასამართლო სისტემაში და დღეს ამბობენ, რომ უნდა ჩაერიონ ენჯეოები და დიპკორპუსი, ეს არაკონსტიტუციური ჩარევაა. ამ ჩარევას, ანუ ვეტინგს – როგორც რადიკალურ ზომას, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მიმართეს და ყველა შემთხვევაში ამან სასამართლოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

თურმე [ნონა] წოწორია ყოფილა იმ დონის იურისტი, ალბათ ადეიშვილისგან ისწავლა, რომ შეიძლება მოგვევლინოს სასამართლო სისტემის გადამრჩენად და შეიძლება რომელიმე ენჯეომ ისიც თქვას, რომ ამ პროცესში წოწორია უნდა ჩავრთოთ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე მესიჯ ბოქსი ჰქონდათ, რომ მიტაცების ოპერაცია იყო, დასდევდნენ მოსამართლეებს აკეთებდნენ კლიპებს, რომ კლანია სასამართლოში. სწორედ ეს შეურაცხყოფები და მოსამართლეებზე ზემოქმედების მცდელობა არ გამორჩენია სტრასბურგის სასამართლოს, როდესაც აღნიშნა, რომ მოსარჩელე ახდენდა სასამართლოზე უსაფუძვლო თავდასხმას და მის დისკრედიტაციას. რაც შეეხება თავად საქმეს, სტრასბურგი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა და დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ასევე 2023 წელს მელიას საქმე რომ გავიხსენოთ, დაეთანხმა სტრასბურგი მელიასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებაში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამ რიგის საქმეებში ანრი ოხანაშვილმა ახსენა ბაჩანა ახალაიას საქმეც, რაც ასევე წაიღეს რადიკალებმა ევროპულ სასამართლოში, რომ თითქოს ახალაია თავისი პოლიტიკური საქმიანობის გამო იყო დაპატიმრებული. სტრასბურგის სასამართლომ კი ეს საქმე წარმოებაშიც არ მიიღო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.

ასევე იხილეთ