left_sabechdi

რუსეთი და აზერბაიჯანი ნავთობპროდუქტების გადასაზიდად ერთობლივი ტანკერების გამოშვებას იწყებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ნავთობპროდუქტების გადასაზიდად ერთობლივი ტანკერების გამოშვებას იწყებს.

„რუსეთის გაერთიანებულ გემთმშენებელი კორპორაცია ბაქოს გემთმშენებელ ქარხანასთან ერთად ნავთობპროდუქტების გადასაზიდად თანამედროვე მდინარე-ზღვის ტიპის ტანკერების გამოშვებას იწყებს. მათი გამოყენება აზოვსა, შავ ზღვაში და აგრეთვე, კასპიის მარშრუტზე შესაძლებლობას მოგვცემს საგრძნობლად გავზარდოთ ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე“, – თქვა პუტინმა.

მან აგრეთვე რუსეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ გეგმებზეც ისაუბრა. ერთ-ერთი მათგანი „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის რეალიზებას უკავშირდება, რაც ორივე ქვეყანას ინდოეთის ოკეანის ნაპირებამდე გაიყვანს.

პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით 18 აგვისტოს ჩავიდა.

ასევე იხილეთ