top_leaderboard
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნები თვლიან, რომ მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ კანდიდატ ქვეყნებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ მათ ევროკავშირის წევრობა

“ევროკავშირის წევრი ქვეყნები თვლიან, რომ ისინი აუცილებლად უნდა მოემზადონ ამისთვის [ევროკავშირის გაფართოება] და რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ კანდიდატ ქვეყნებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ მათ ევროკავშირის წევრობა, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს აღარ არსებობს კითხვის ნიშნები გაფართოების პოლიტიკის აუცილებლობაზე და ყველა მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ეს პოლიტიკა წარმატებული.

„კონფერენცია, რომელიც დღეს ბელგიაში მიმდინარეობს, არის საუკეთესო შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებთან ერთად ვიმსჯელოთ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომელიც ეხება ევროპის უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, გაფართოების პოლიტიკას. დღეს აღარ არსებობს კითხვის ნიშნები გაფართოების პოლიტიკის აუცილებლობაზე და ყველა მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ეს პოლიტიკა წარმატებული. გამოითქვა ძალიან საინტერესო მოსაზრებები, რაც საქართველოსთვისაც საყურადღებოა. შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისიაც და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გაფართოება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, საინტერესო ნაბიჯები შეიძლება გველოდეს უახლოეს მომავალში, ვინაიდან სერიოზულად განიხილება, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი წევრი ქვეყნების მიღება ევროკავშირში. ევროკავშირის წევრი ქვეყნები თვლიან, რომ ისინი აუცილებლად უნდა მოემზადონ ამისთვის და რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ კანდიდატ ქვეყნებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ მათ ევროკავშირის წევრობა. საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა ზოგადად გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ