left_sabechdi

კრიშტიანუ რონალდუ: არ ვიცი, მალე დავასრულებ კარიერას თუ ორი-სამი წლის შემდეგ

„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, როდის აპირებს ფეხბურთელის კარიერის დასრულებას.

39 წლის პორტუგალიელის კონტრაქტი საუდის არაბეთის კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

„არ ვიცი, მალე დავასრულებ კარიერას თუ ორი-სამი წლის შემდეგ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამას „ალ-ნასრში“ გავაკეთებ, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. მე კომფორტულად ვარ ამ ქვეყანაში და ამ ლიგაში. ძალიან მომწონს საუდის არაბეთის ჩემპიონატში თამაში და მინდა, გავაგრძელო ამის კეთება“, – მოჰყავს რონალდოს სიტყვები გამოცემა A Bola-ს.

2024-25 წლების სეზონის კრიშტიანო რონალდომ „ალ-ნასრში“ ჩატარებულ სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასევე იხილეთ