top_leaderboard

გივი მიქანაძე Politico-ს სტატიაზე: ჩნდება მრავალი კითხვა, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონის ადრეულ განცხადებებთან დაკავშირებით, რა იყო ამ განცხადებების საფუძველი და ვისგან იყო ნაკარნახევი

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე Politico-ს სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია ევროპარლამენტარების, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონის და „ეფესბეს“ გავლენის აგენტის შეხვედრაზე.

მისი თქმით, ამ ფონზე ჩნდება ბევრი კითხვა, მათ შორის, ის, თუ ვინ კარნახობდა კრამონს იმ განცხადებებს, რომელიც მან საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა.

რამდენად მორალურია ამ ქალბატონის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება, [როდესაც ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებდა] მითუმეტეს ახლა, როდესაც ეს ინფორმაცია ხდება ცნობილი, რომ მას უშუალოდ ჰქონდა კომუნიკაცია და მოლაპარაკებები იმ ადამიანთან, რომელიც „პოლიტიკოს“ მიერ არის მხილებული როგორც რუსული ინტერესების გამტარებელი და „ეფესბეს“ წარმომადგენლებთან დაკავშირებული პირი?

ჩნდება მრავალი კითხვა იგივე კრამონის ადრეულ განცხადებებთან დაკავშირებით, რა იყო ამ განცხადებების საფუძველი და ვისგან იყო ეს განცხადებები ნაკარნახევი“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ასევე იხილეთ