top_leaderboard
left_sabechdi

არჩილ არველაძე „ლეგენდების მატჩზე“: იმედია, თამაში იქნება მხიარული, მეგობრული და ჩვენი სტუმრები დღეს და ხვალ ბათუმში ძალიან კარგ საღამოს გაატარებენ

დიდად მოხარულები ვართ, რომ „ლეგენდების მატჩის თამაშს ბათუმი მასპინძლობს,” – ამის შესახებ არჩილ არველაძემ „ლეგენდების მატჩის“ შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბათუმში განაცხადა.

იმედია, ეს თამაში იქნება მხიარული, მეგობრული და ჩვენი სტუმრები ძალიან კარგ საღამოს გაატარებენ დღეს და ხვალ ბათუმში. დიდად მოხარულები ვართ, რომ ასეთი კარგი ქალაქი გვხვდება და მასპინძლობს ამ თამაშს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სტუმრებსაც მოეწონებათ ბათუმის სტადიონი და ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა მატჩის მონაწილე არჩილ არველაძემ.

7 მარტს, ბათუმში ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.

ასევე იხილეთ