top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გეგმები გაამხილა – ის გეგმის მონაწილეა, რომ არჩევნების არაღიარებისთვის საბაბი შექმნას

სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გეგმები გაამხილა – ის ამ გეგმის მონაწილეა, რომ არჩევნების არაღიარებისთვის საბაბი შექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას „რუსთვი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ნებისმიერი უცხოელი, რომელიც გვაძლევს რეკომენდაციას, რომ ეს წესი იყოს, ჟურნალისტებს მოვუწოდებ, ჰკითხონ, ჯერ მათ ქვეყანაში თუ მოქმედებს ეს წესი და მერე ახსნან, რატომ ურჩევენ ამას საქართველოს.

ეს არსად მოქმედებს, ჩვენთან წარმოდგენილი იყო საცდელი ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ არ მოქმედებს. ამაზე კიდევ დაჟინებით მოთხოვნა ქმნის ეჭვებს, რომ არის სპეციალური მოთხოვნა, რათა ეს წესი დარჩეს. თუკი ძველი წესი დარჩება, ჩვენ ვერ ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს და თუკი ავირჩევთ, მათ სათქმელი ექნებათ, რომ რეკომენდაცია სხვა იყო, ეს არ არის კვალიფიციური უმრავლესობა და ამიტომ არ უნდა ვაღიაროთ არჩევნებიო. საქართველოში, 30 წელი არანაირი კვალიფიციური უმრავლესობით არავინ, არასდროს არ ირჩევდა, ეს ტყუილი რეგულაცია და სისულელეა. უნდათ რომ ამ სისულელეში დაარწმუნონ საზოგადოება.

27 ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი, ჯერ მათ მიიღონ წესები რომ კვალიფიციური უმრავლესობით მიიღონ გადაწყვეტილებები და პირობას ვდებთ, რომ ჩვენ ვიქნებით 28-ე ქვეყანა, ვინც კვალიფიციურ უმრავლესობას შემოვიღებთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ