top_leaderboard
left_sabechdi

უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: უფრო და უფრო ენერგიული გახდა

გიორგი ჩაკვეტაძე მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა უოტფორდს და გუნდს სუონსისთან ქულის გადარჩენაში (1:1) დაეხმარა. 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 43-ე წუთიდან ითამაშა, თუმცა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო (7.51 WhoScored), ხოლო 57-ე წუთზე საპასუხო გული მის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა. ახლა გიორგის სეზონში 1 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს.

ქართველი ფეხბურთელი უოტფორდის თავკაცმა ვალერიენ ისმაელმა შეაქო: “გიორგიმ გასულ კვირას მოირჩინა მუხლის დაზიანება. ასე რომ, ის ახლა უფრო და უფრო ენერგიულია. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ფეხბურთელს ვფლობთ, რადგან ის ჩვენთანაა. გიორგი კარგად შემოვიდა, ისევე, როგორც ისმაელ კონე”.

დღეს Transfermarkt-მა გიორგი ჩაკვეტაძის საბაზრო ფასი განაახლა – ის გაიზარდა და €2.5 მილიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2018-19 წლებში მისი საბაზრო ფასი მაქსიმუმზე იყო – 9 მილიონი ევრო, მას მერე ტრავმებისა და უთამაშებლობის გამო, მისმა ფასმა 2 მილიონამდე დაიკლო. ახლა კი ის ნახევარი მილიონით გაიზარდა, რაც უოტფორდში ბოლოდროინდელი კარგი თამაშის დამსახურებაა.

უოტფორდი 36 ტურის შემდეგ 45 ქულით მე-13 პოზიციაზეა. 9 მარტს უოტფორდი ქოვენთრის მასპინძლობს.

ასევე იხილეთ