top_leaderboard
left_sabechdi

დავით ფაცაციამ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

8 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„საქართველოს ისტორიის ქრონოლოგია დახუნძლულია გაუტეხელი სულის ადამიანებით, რომელთა გმირულ საქციელზეც დგას ჩვენი ქვეყნის ღირსება და თავისუფლება. სწორედ ასეთი ადამიანი იყო, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალ-მაიორ გენო ადამია, რომელმაც აფხაზეთის დასაცავად თავისი კაცობითა და ავტორიტეტით შემოიკრიბა რამდენიმე ათასი სხვადასხვა თაობის ადამიანი. სოხუმის დაცემის შემდგომაც არ დანებდა და 1993 წლის 28 სექტემბერს გმირულად შეეწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას.

გენო ადამიამ, რომლის სახელსაც უკავშირდება სოხუმის დასაცავად განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და წარმატებული ოპერაცია, სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩადენილი გამორჩეული გმირული საქციელით  წაუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ჩვენი ვალდებულებაა არასდროს დავივიწყოთ ეს დიდებული ადამიანი და მადლობა ვუთხრათ ღვაწლისა და გმირული თავგანწირვისთვის!“ – აღნიშნა დავით ფაცაციამ.

 

ასევე იხილეთ