top_leaderboard

ბელინგემის დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა

მადრიდის „რეალმა“ ჯუდ ბელინგემის დისკვალიფიკაცია გააპროტესტა, მაგრამ აპელაცია არ დააკმაყოფილეს და „სამეფო კლუბის“ ერთ-ერთი ლიდერი ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო ორ მატჩს მაინც გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემი „ვალენსიასთან“ მატჩის (2:2) დროს მსაჯთან კამათის გამო დასაჯეს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს სწორედ „რეალი“ ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ჟირონას“ შვიდი ქულით ასწრებს. ჯუდ ბელინგემმა კი მადრიდელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt მადრიდის „რეალის“ ინგლისელ ლეგიონერს 180 მილიონ ევროდ აფასებს.

ასევე იხილეთ