leaderboard_below_slide

უკრაინული მედია: რუსეთმა უკრაინის ქალაქი სელიდოვო და კიდევ ორი სოფელი აიღო

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში მდებარე ქალაქი სელიდოვო დაიპყრო. ინფორამციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, რუსებმა დაბა ვიშნევოე და სოფელი ზორიანოე აიღეს. რუსეთის ჯარმა წინსვლა განიცადა სოფლებთან ნოვოუკრაინკა, ნოვოდმიტროვკა და კურახოვკა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში 134 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე რთული ვითარებაა კურახოვისა და პოკროვსკის მიმართულებებზე.

ასევე იხილეთ