ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე წარადგინა ისეთ სპეციალისტებთან ერთად, როგორებიც არიან: ლუის დე ლა ფუენტე, გარეთ საუთგეიტი, ვინჩენცო მონტელა, ფერნანდო ბატისტა და სხვები.
IFFHS-ის მიერ დასახელებული წლის 20 საუკეთესო მეკარის სრული ჩამონათვალი ასეთია:
- ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი)
- გარეთ საუთგეიტი (ინგლისი)
- დიდიე დეშამი (საფრანგეთი)
- რონალდ კუმანი (ნიდერლანდები)
- იულიან ნაგელსმანი (გერმანია)
- ვინჩენცო მონტელა (იტალია, თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- მურატ იაკინი (შვეიცარია)
- ვილი სანიოლი (საფრანგეთი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ლიონელ სკალონი (არგენტინა)
- ნესტორ ლორენსო (არგენტინა, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- მარსელო ბიელსა (არგენტინა, ურუგვაის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ფერნანდო ბატისტა (არგენტინა, ვენესუელას ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ჯესი მარში (აშშ, კანადის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ტომას კრისტიანსენი (ესპანეთი, პანამის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ემერს ფაე (კოტ დ’ივუარი)
- ჟოზე პეზეირო (პორტუგალია, ნიგერიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ჰუგო ბროსი (ბელგია, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ბარტოლომე მარკესი (ესპანეთი, კატარის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ჰუსეინ ამუტა (მაროკო, იორდანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- დარენ ბეიზლი (ინგლისი, ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი).
ცნობისთვის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა და მერვედფინალურ ეტაპზეც მოხვდა. ამის შემდეგ კი, გუნდმა წარმატებით დაიწყო ერთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა და პირველ 2 შეხვედრაში, B დივიზიონსაც ლიდერობდა, ამ ეტაპზე კი, ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება და 6 ქულით მეორე ადგილზეა.