top_leaderboard
left_sabechdi

ბექაური და შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემზე იჭიდავებენ

22-24 მარტს თბილისშ, ახალ ოლიმპიურ სპორტის სასახლეში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. IJF-ს წესების მიხედვით, როგორც მასპინძელ ქვეყანას, ამ პრესტიჟულ ტურნირზე ყველა წონაში 4-4 ძიუდოისტის გამოყვანის შესაძლებლობა გვექნება.
 
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს (როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა) ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია იმ სპორტსმენთა სია, რომლებიც იასპარეზებენ თბილისურ ტურნირზე, თუმცა ორმა ოლიმპიურმა ჩემპნიონმა სოციალურ ქსელით უკვე დაადასტურა საშინაო გრანდ სლემზე მონაწილეობა.

 

“მშობლიურ კედლებში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრებებში მე-9 მედლის მოგებას შევეცდები. თბილისში პირველი მედალი 20 წლის ასაკში, 2012 წელს მოვიგე, როდესაც შეჯიბრებას თბილისის მსოფლიოს თასი ერქვა. მას შემდეგ კიდევ 7 მედალის მოპოვება შევძელი, აქედან სამი გრან პრიზე და ოთხი – გრანდ სლემზე”, – დაწერა 32 წლის ლაშა შავდათუაშვილმა სოციალურ ქსელში.
 
შარშან, თბილისის გრანდ სლემზე “შავიმ” ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თბილისის გრანდ სლემზე, -90 კგ წონით კატეგორიაში შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცდება ლაშა ბექაური. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ამ ამბავთან დაკავშირებით განცხადება თვითონ გააკეთა.
 
2023 წლის, თბილისის 1000-იანთა კატეგორიის ტურნირზე ჯამში 40 ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა და 6 მედლის მოგება მოვახერხეთ.
 
ლაშა ბექაური (-90 კგ) – I ადგილი
 
ილია სილამანიძე (-100 კგ) – I ადგილი
 
გელა ზაალიშვილი (+100 კგ) – I ადგილი
 
გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) – II ადგილი
 
ლუკა მაისურაძე (-90 კგ) – II ადგილი
 
ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) – III ადგილი
ასევე იხილეთ