top_leaderboard

მაია ბითაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდეს და უფრო მოქნილი გახდეს მოქმედი კანონმდებლობა, რომელსაც მეტი შემაკავებელი ეფექტი ექნება ტყის რესურსის უკანონო ჭრებთან მიმართებით

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდეს და უფრო მოქნილი გახდეს მოქმედი კანონმდებლობა, რომელსაც მეტი შემაკავებელი ეფექტი ექნება ტყის რესურსის უკანონო ჭრებთან მიმართებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

ეს კიდევ ერთხელ, თვალნათლივ ანახებს, თუ როგორი პრიორიტეტულია ჩვენი ხელისუფლებისთვის გარემოს დაცვის საკითხები“, – აღნიშნავს ბითაძე.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მეტად დაცვა პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტებს შორის არის – ირაკლი კობახიძე ამ მიმართულებით ხე-ტყის უკანონო ჩეხვის პრევენციის უზრუნველყოფას მოითხოვს, ამისათვის კი არსებული სასჯელი გამკაცრდება. კანონპროექტი მალე პარლამენტს წარედგინება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინიციატივას მიესალმება და მიიჩნევს, რომ კანონის პარალელურად, მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმის გამკაცრებაც.

ასევე იხილეთ