top_leaderboard
left_sabechdi

ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების გაგზავნას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ჩემთვის უკრაინაში რაკეტების გაგზავნა გამორიცხულია. ეს არის ხაზი ჩემთვის, როგორც კანცლერისთვის”, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

ასეთი რაკეტების გამოყენება, მისი აზრით, მოითხოვს გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობას და დასძინა, რომ “ეს მიუღებელია, მაშინაც კი, თუ ჯარისკაცები ფიზიკურად არ იქნებიან უკრაინის ტერიტორიაზე”.

ასევე იხილეთ