top_leaderboard

ირაკლი ზარქუა: არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ადამიანების გაჭირვებაზე ისაუბროს – ახლა ამ თემებზე რომ დარბიან, ამის რეკლამირებაში უკვე 65 000 დოლარი გადაიხადეს და ესენი ზრუნავენ მოსახლეობაზე?

“შეუძლებელია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ადამიანების გაჭირვებაზე ისაუბროს – სწორედ ამ თემებზე რომ დარბიან, ამის სოციალურ ქსელებით რეკლამაში უკვე 65 000 დოლარი გადაიხადეს „ხაბემ“ და ჭიჭე ვაშაძემ. ესენი ზრუნავენ ახლა მოსახლეობაზე?,” – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ პოპულისტურ გამოხტომებს, მაგრამ აქ უკვე ზღვარს გადასცდნენ და იმდენად კომიკურები არიან, უკვე ერთმანეთს ამხელენ რადიკალები ამ პოპულიზმში, ვითომ მოსახლეობაზე მზრუნველობაში და ა.შ. მთელი ეს პერიოდი გვეძახეს რუსეთუმეები და შემდეგ როცა ღირსებით, დამაჯერებლად, სამართლიანად ევროკავშირმა და თითოეულმა წევრმა მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, დარჩნენ ისე. ახლა მოიწვიეს ეს უცხოელი სპეციალისტი როზნერი, რომელსაც ძალიან დიდ ფულს უხდიან, იმან მისცა რაღაც მესიჯები და ახლა ამას უნიჭოდ დგამენ. იმ დალოცვილმა ეტყობა ეს თემა გამოტოვა, რომ არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ სოციალურ პოლიტიკაზე საუბრობდეს. შეუძლებელია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ადამიანების გაჭირვებაზე ისაუბროს. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ბატონი შალვა [ნათელაშვილი] ამ თემებზე ჟონგლიორობდა. არც ერთხელ არ მიიღო ის ქართულმა საზოგადოებამ, რადგან სიყალბეს საზოგადოება გრძნობს. როგორ შეიძლება ხაბეიშვილის დაიჯერო, როცა ის უგულავას კორუმპირებული მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო სოციალურ საკითხებში. როცა მაღალ ხელფასს, პრემიას იღებდა, მოსახლეობა არც ერთხელ არ გახსენებია. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დათვლით 2012 წელს 30%-ზე მეტი იყო სიღარიბე, ხოლო უმუშევრობა 31%. მეორე პოპულისტი – ჭიჭე ვაშაძე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე მაღალ ხელფასს იღებდა და სწორედ მისმა იუსტიციის სამინისტრომ დააკანონა საპენსიო სესხები, რომელსაც 160%-ში აძლევდნენ. ხმა არ მოუღია ამ თემაზე, არც ერთხელ არ დაინტერესებულა. ახალ ინფორმაციას გეტყვით, სწორედ ამ თემებზე რომ დარბიან, ამის სოციალურ ქსელებით რეკლამაში უკვე 65 000 დოლარი გადაიხადეს „ხაბემ“ და ჭიჭე ვაშაძემ. ესენი ზრუნავენ ახლა მოსახლეობაზე? – არა“, – განაცხადა ზარქუამ.

ასევე იხილეთ