top_leaderboard

არჩილ თალაკვაძე: ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზადაა, ქვეყანა არიოს და რომელსაც ემეტება თავისი ქვეყანა ომისთვის

“ნაცმოძრაობასთან უბრალოდ შედარებაც კი არ ღირს, იმდენად დიდი კონტრასტია, თუ რა იყო მაშინ, როცა ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება და რა არის დღეს. ფასების ზრდაზე საუბარი, ეს არის ერთის მხრივ, ეკონომიკის სფეროში დიდი უცოდინარობა და მეორეს მხრივ, ეს არის პოპულიზმი – არც ერთის პრობლემას არ განიცდიან ნაცმოძრაობა და რადიკალური ოპოზიცია,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზადაა, ქვეყანა არიოს და რომელსაც ემეტება თავისი ქვეყანა ომისთვის. ძალა, რომელიც ადამიანებს ართმევდა თაობების მიერ შეგროვილ ქონებასა და ბიზნესებს. რა გავაკეთეთ ჩვენ, რაც პირდაპირ აისახება ოჯახების ეკონომიკაზე და იმ ხარჯებზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად აქვთ. მაგალითად, სოციალურად დაუცველ ოჯახებში, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება გავზარდეთ 5-დან 200 ლარამდე. 5 ლარი იყო ხაბეიშვილის სანატრელ დროს და 200 ლარია დღეს თითო ბავშვზე. პენსია შეადგენდა 100 ლარს, დღეს 320-დან 415 ლარის ფარგლებია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ