top_leaderboard

არჩილ თალაკვაძე: 11 წლის განმავლობაში სახელმწიფოს 10 მილიონ 600 ათასი სამედიცინო შემთხვევა აქვს დაფინანსებული. არის ჩარევები, სადაც 30 ათასი ლარით და კიდევ უფრო მეტით აქვს თითო შემთხვევა სახელმწიფოს დაფინანსებული

“11 წლის განმავლობაში სახელმწიფოს 10 მილიონ 600 ათასი სამედიცინო შემთხვევა აქვს დაფინანსებული, “– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან დაასახელა ციფრები, თუ რა დაუჯდა სახელმწიფოს დაახლოებით ერთი სამედიცინო შემთხვევის დაფინანსება.

„ამ 11 წლის განმავლობაში სახელმწიფოს 10 მილიონ 600 ათასი სამედიცინო შემთხვევა აქვს დაფინანსებული. საშუალოდ თითო სამედიცინო შემთხვევა სახელმწიფოს მინიმუმ, 1 500 ლარი უჯდებოდა. თუმცა, არის სამედიცინო ჩარევები და ოპერაციები, სადაც 10 ათასი, 20 ათასი, 30 ათასი ლარი და საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, კიდევ უფრო მეტი აქვს თითო შემთხვევაზე სახელმწიფოს დაფინანსებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ