top_leaderboard
left_sabechdi

ილია დარჩიაშვილი: NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი არის აღიარება, რომ საქართველო ალიანსის ძალიან ღირებული და სანდო პარტნიორია

NATO -ს გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი არის აღიარება, რომ საქართველო ალიანსის ძალიან ღირებული და სანდო პარტნიორია. 

“ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისა და იმპლემენტაციის პროცესში გვქონდეს მაღალი დინამიკა. გენერალური მდივნის ვიზიტი არის ძალიან ძლიერი გზავნილი, ეს არის ის აღიარება, რომ საქართველო ალიანსის ძალიან ღირებული და სანდო პარტნიორია.

ეს სწორედ, გამოხატულებაა იმის, რომ ეს ნდობა და აღიარება თავად ალიანსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, მოიტანს დამატებით აქტივობებს, დამატებით ჩართულობას“, – აღნიშნა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს უახლოეს მომავალში NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა.

ასევე იხილეთ