top_leaderboard

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, იყვნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

 

ასევე იხილეთ