top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც დაინახეს უცხოურმა ძალებმა, რომ მართლმსაჯულება ვერ დაიქვემდებარეს, შეეცადნენ აგენტურის მეშვეობით ემოქმედათ, რომელიც გამოჩნდა, რომ მართლმსაჯულებაში ჰყავთ

“როდესაც დაინახეს უცხოურმა ძალებმა, რომ მართლმსაჯულება ვერ დაიქვემდებარეს, შეეცადნენ რომ აგენტურის მეშვეობით ემოქმედათ, რომელიც, სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ჰყავთ მართლმსაჯულებაში, “- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჯერ იყო 5 მოსამართლე, ახლა 4 დაემატა, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – ზოგი მეუღლეა შსს-ს მაღალჩინოსნის „ნაცმოძრაობის“ დროს, ზოგი ძმაა „ნაცი“ ჟურნალისტის და პირდაპირ დაკავშირებულები არიან „ნაცმოძრაობასთან“, ის მოსამართლეები, რომლებმაც გაამართლეს პედოფილიასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ადამიანები. ისინი პირდაპირ აზიანებენ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ