top_leaderboard

თენგიზ შარმანაშვილი ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივაზე: არ მაქვს იმის ილუზია, რომ რაიმე კონსენსუსი შესაძლებელია ოპოზიციასთან, რადგან ამის პრეცედენტი არ არსებობს ბოლო წლების განმავლობაში

“რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის ილუზია, რომ რაიმე კონსენსუსი შესაძლებელია ოპოზიციასთან, რადგან ამის პრეცედენტი არ არსებობს ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით,” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა „ქრონიკაში“ ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ არ მოგვიტანია მზა პროექტი და არ გვითქვამს, რომ მოვიტანეთ პროექტი, დავსხდეთ და ვისაუბროთ, რამდენად მოგწონთ ეს პროექტი. ჩვენ სწორი გეგმა დავსახეთ და ეს გეგმა იყო შემდეგი: მოდი, ერთად შევქმნათ ეს კანონმდებლობა. პირველ რიგში მოვახდინოთ იდენტიფიცირება, არის თუ არა ეს პრობლემა საქართველოსთვის და თუ არსებობს ეს პრობლემა, შემდეგ ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ მოვუაროთ ამ პრობლემას საქართველოს კონსტიტუციისა და ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით. სამწუხაროდ, ამას გამოხმაურება არა აქვს, რადგან დაბნეულები არიან. არ იციან, მიიღონ თუ არა ამაში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში გაანაწყენებენ თავიანთ დამფინანსებლებსა და იმ პატრონებს, რომლების საშუალებითაც სულდგმულობენ. თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამაზე უნდა განაცხადონ ხმამაღლა და მაშინ ელექტორატი სერიოზულად დაფიქრდება, რა პოლიტიკურ ძალასთან აქვს საქმე. მმართველი პოლიტიკური პარტია რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ დაიცდის და თუ ისინი არ მიღებენ მონაწილეობას, მოხდება გადაწყვეტილების მიღება, როგორ ვაქციოთ ეს იდეა კანონპროექტად“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ასევე იხილეთ