top_leaderboard
left_sabechdi

ბაიდენი: ხალხს უკვე ავიწყდება 7 ოქტომბერი, მე – არა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო სწრაფად ივიწყებს „ჰამასის“ მიერ გასული წლის 7 ოქტომბერს ჩადენილ სისასტიკეს.

როგორც ბაიდენმა კაპიტოლიუმის შენობაში, ანტისემიტური განწყობების არსებობასა და ჰოლოკოსტის ხსოვნასთან დაკავშირებულ მიმართვაში აღნიშნა, მას ეს დღე ისევე არ დაავიწყდება, როგორც ათობით წლის წინ მომხდარი ჰოლოკოსტი დავიწყებია.

„ახლა ჩვენ აქ ვართ, არა 75 წლის, შვიდ თვე-ნახევრის თვის შემდეგ. არადა, ხალხს უკვე ავიწყდება, რომ ეს ტერორი „ჰამასმა“ გააჩაღა“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ წევრები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხოლო 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს.

ასევე იხილეთ