top_leaderboard

თენგიზ შარმანაშვილი ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივაზე: ეს საკითხი ისე იქნება დარეგულირებული, რომ არც საერთაშორისო ვალდებულებებს დავაზიანებთ და არც საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს -ოპოზიციის პროპაგანდა ფუჭია

“ეს საკითხი ისე იქნება დარეგულირებული, რომ არც საერთაშორისო ვალდებულებებს დავაზიანებთ, ვგულისხმობ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ კონვენციას და არც საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს. ამიტომ ოპოზიციის პროპაგანდა ფუჭია და ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც დასრულდა მათი ყველა დანარჩენი ე.წ. პიარი,” – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივას ეხებოდა.

მისი თქმით, ოპოზიცია ფიქრობს ისეთი პიარის აგორებას, რომელიც საქართველოს ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ დააზიანებს.

„მერამდენედ აკეთებენ და მერამდენედ იწვნიეს ამ ე.წ. პირის აგორებაში დამარცხება. ჯერ აგორებდნენ, რომ 12 რეკომენდაციას არ სრულდება და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა არ ააქვსო. ახლა აგორებენ, რომ 9 რეკომენდაცია არ შესრულდება და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება არ გაიხსნებაო“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასევე იხილეთ