top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: გასაგებია, რომ პატარა სახელმწიფოებში თუ მოხდება რესურსის გადანაწილება, დიდი სახელმწიფოებისთვის ეს მისაღებია

რატომ გადაწყვიტა ახლა „ხალხის ძალამ“ აგვისტოს ომის გამოძიების აუცილებლობაზე საუბარი და არა უფრო ადრე – ამაზე ლიდერები „იმედის კვირას“ პასუხობენ, რომ მას შემდეგ რაც საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში თავისი სიმართლე დაამტკიცა, ახლა დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც.

გამოძიების მოთხოვნას „ხალხის ძალა“ არჩევნების შემდეგ, მშვიდ ვითარებაში ყველა შემთხვევაში გეგმავს, რადგან, მათი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ პარალელების გავლებით 2008 წელთან ბევრი რამ უფრო ცხადი გახდა და გამოიკვეთა ვის რა ინტერესი ჰქონდა.

„გავიხსენოთ 1-1,5 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც ზელენსკი პრაქტიკულად მსოფლიო ლიდერად ჰყავდათ გამოყვანილი. ამის ფონზე რა ხდებოდა და დღეს რა სიტუაცია აქვს უკრაინას, კარგად დავინახეთ. გავიხსენოთ 2008 წლის ომი, როდესაც მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა ასევე იმ სამწუხარო მოვლენების შემდგომ, რაც მოხდა, პრეზიდენტი სააკაშვილი ვარსკვლავად აღიარეს. ამას ვხედავთ ჩვენ.

დიდი სახელმწიფოების სუბიექტური ინტერესი შეიძლება იყოს და ეს მიუღებელი, მაგრამ გასაგებია საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ პატარა სახელმწიფოებში თუ მოხდება რესურსის გადანაწილება, დიდი სახელმწიფოებისთვის ეს არის მისაღები. მაგრამ შენ უნდა გეყოს ჭკუა, გონება, სიყვარული შენი ქვეყნის მიმართ, რომ ამ პროვოკაციას არ წამოეგო“, – აცხადებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.

ასევე იხილეთ