top_leaderboard

თეა წულუკიანი: ნიკა გვარამია არის სააკაშვილის შვილი და ნიკა მელია – ადეიშვილის შვილი. ოთხივეს რაც აერთიანებს, არის ბოროტება

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის კვირაში“ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შესახებ ისაუბრა და ისინი სააკაშვილისა და ადეიშვილის „შვილებად“ მოიხსენია.

„ნიკა გვარამია არის სააკაშვილის შვილი და ნიკა მელია – ადეიშვილის შვილი. შესაბამისად, ისინი ამ ორი ფიგურისგან შორს ვერ წავლენ, ვინაიდან თვითონ არ არიან ფიგურები იმ ორისგან განსხვავებით.

იმ ორისგან განსხვავებით, ასევე პოლიტიკის ცოდნის დეფიციტი აქვთ, როგორც გვარამიას, ასევე მელიას, გააჩნია, რომელს შევადარებთ, ადეიშვილს თუ სააკაშვილს. თუმცა, ოთხივეს რაც აერთიანებს, არის ბოროტება. ამ ბოროტებაში ისინი ერთად იყვნენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ