top_leaderboard

მამუკა მდინარაძე აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე: ბევრი რამით ვაჩვენებთ და ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას და მეგობრობას

“ჩვენ თამამად, თანასწორად ველაპარაკებით ჩვენ მეგობრებს და ვეუბნებით, რომ ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს, ეს არის ორმხრივი და რაც არ უნდა დიდი იყო, რაც არ უნდა დომინანტი იყო, რაც არ უნდა ძლიერი იყო ეკონომიკურად, მეგობრობის ფარგლებში, ჩვენ უნდა ვთხოვოთ მათ და თუნდაც მოვითხოვოთ, რომ სწორი რელევანტური, მეგობრული და ნამდვილად პარტნიორული დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩვენთან და ჩვენს მოქალაქეებთან. ვხედავთ, რომ სხვას უფრო უიოლდება ეს და ჩვენ რადგან ამ მეგობრობის რეჟიმში ვართ და მაინც მეგობრებად ვრჩებით ამიტომ არ უნდა დავიჩაგროთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ორმხრივ მეგობრობას და თუკი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის და არც ვიზებს გაძლევს შენ მოქალაქეებზე, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები.

 

ასევე იხილეთ