top_leaderboard

ბექა ოდიშარია: ლგბტ პროპაგანდით ჩვენი დღევანდელობისა და მომავლის დაზიანება არ უნდა დაიშვას

„არ მინდა დავიჯერო, რომ დონორები უწყოდნენ, თუ რა ისწავლებოდა ამ სემინარზე – ეს ადამიანები ცდილობენ წინ აღუდგნენ იმ ინიციატივას, ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთს აგრესიულ, მავნე ლგბტ პროპაგანდას”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით სასტუმრო „ვილა მოსავალში“ ჩატარებულ სემინარს გამოეხმაურა.

„ლგბტ თემი ისეთივე თანასწორია, როგორც სხვა დანარჩენი თემები სამოქალაქო თვალსაზრისით, მაგრამ პროპაგანდა, ჩვენს ოჯახებში შემოვარდნა, სოციალურ ქსელში ამ ვირუსის გაშვება, ამით ჩვენი დღევანდელობისა და მომავლის დაზიანება არ უნდა დაიშვას. ეს უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მმართველი გუნდი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დააინიცირებს.

ასევე იხილეთ