top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-სგან ასევე ვიხილავთ მეგობრობას

მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-სგან ასევე ვიხილავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთან პირდაპირ ფრენას და თავისუფალ ვაჭრობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენი მხრივ, ათწლეულებია ვაჩვენებთ აშშ-ს, რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მოხსნილი სავიზო ვალდებულებები ამერიკის მოქალაქეებისთვის, შექმნილი გვაქვს ყველანაირი პირობა ამერიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბიზნესის წარმოების გასაადვილებლად. ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ვიბრძოდით სხვადასხვა ცხელ წერტილში, მათ შორის ვიყავით პირველი, ლამის NATO-ს ქვეყნებს შორისაც. NATO-ს წევრ 23 ქვეყანაზე მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში. ავღანეთში ჩვენ რამდენი ჯარისკაციც დავკარგეთ, იმდენი NATO-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას არც კი ჰყოლია. ამიტომ, ეს არის მეგობრობა ქართულად. ამ მეგობრობის საპასუხოდ, ჩვენი მოლოდინია, რომ ვნახავთ ასევე მეგობრობას, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის, პირდაპირ ფრენას საქართველოსთან და თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან.

ჩინეთთან სულ ახლახან ჩამოყალიბდა სტრატეგიული პარტნიორობა, სულ ახლახან მოხსნა საქართველომ სავიზო ვალდებულებები ჩინეთის მოქალაქეებისთვის და საპასუხოდ რამდენიმე თვეში ჩინეთმაც მოხსნა სავიზო ვალდებულებები. აშშ-ს უვიზო მიმოსვლა აქვს 40-ზე ცოტა მეტ ქვეყანასთან. 38 ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა ჩინეთს და ამ 38-ში ერთი საქართველოა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს სურვილი, ქართულ მეგობრობას და იმ მეგობრობის ქართულ ხედვას, რომელსაც ვაჩვენებთ პარტნიორებს, სხვადასხვა ქვეყანას, შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ