top_leaderboard

იენს სტოლტენბერგი: NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში გამართულ ვიზიტს აფასებს. როგორც იენს სტოლტენბერგი X-ზე წერს, NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ნაყოფიერი შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოსთან NATO-ს ღრმად ღირებული პარტნიორობის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას თქვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად“, – წერს იენს სტოლტენბერგი.

ასევე იხილეთ