top_leaderboard

კასპელი ძიუდოისტები ბრემენში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას

კასპის მუნიციპალიტეტის 8 ახალგაზრდა წარმატებული ძიუდოისტი გერმანიის ქალაქ ბრემენში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ძიუდოისტებს გამგზავრებამდე მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი შეხვდნენ.

ახალგაზრდები ბრემენის ტურნირში, რომელშიც 20 ქვეყნის 800 მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას, ქალაქის ძიუდოს კლუბის პრეზიდენტის სპეციალური მიწვევით მიემგზავრებიან.

ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა ახალგაზრდებს და  მწვრთნელს იოსებ მამულაშვილს ტურნირში წარმატებები უსურვეს და მომავალ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაში მხარდაჭერაც აღუთქვეს.

 

ასევე იხილეთ