top_leaderboard

ზურაბ ქადაგიძე: „ხალხის ძალა” არის პარტია, რომელსაც წელიწად-ნახევარში გაცილებით მეტი საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეების მერე ფორმირდება პარტიად 

 „ჩვენ ვიმყოფებოდით 30-წლიან ჩაკეტილ წრეში, სადაც არსებობდა კლიშეები, რომლებზეც შეხების უფლება არ გქონდა ადამიანს, სადაც არსებობდნენ აქტორები, რომლებზეც გადაბრუნებული სიტყვის თქმის შემთხვევაში შენ უკვე საზოგადოების მტრად ცხადდებოდი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალამ“  წელიწადნახევრის წინ დაიწყო იმ კლიშეების მსხვრევა, რომელშიც საქართველო მოქცეული იყო 30 წლის განმავლობაში.
„პირველ რიგში, გადაჭარბებული არ არის იმის თქმა, რომ „ხალხის ძალას“ ლომის წვლილი მიუძღვის იმ პროცესების პრევენციაში, რაც, რა საფრთხეებს უქადდა ქართულ სახელმწიფოს, კაცმა არ იცის. საინტერესოა ერთ რამ – ეს არის პარტია, რომელსაც წელიწადნახევარში გაცილებით მეტი საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეების მერე ფორმირდება პარტიად, რაც არის ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, განახვავებით სხვებისგან.
 ჩვენ ვიმყოფებოდით 30-წლიან ჩაკეტილ წრეში, სადაც არსებობდა კლიშეები,  რომლებზეც შეხების უფლება არ გქონდა ადამიანს, სადაც არსებობდნენ აქტორები, რომლებზეც გადაბრუნებული სიტყვის თქმის შემთხვევაში შენ უკვე საზოგადოების მტრად ცხადდებოდი. შენ არ გქონდა უფლება, რომელიმე ყოფილ დიპლომატზეც რამე გეთქვა, არათუ, საელჩოს განცხადება დაგეწუნებინა, ან განცხადებით გამოსულიყავი და კრიტიკული რამე გეთქვა ამ ყველაფერზე. ზუსტად, ამ პროცესებმა მოიტანა ის, რომ „ხალხის ძალამ“  წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო ამ კლიშეების მსხვრევა”, – განაცხადა ქადაგიძემ.
ასევე იხილეთ