top_leaderboard
left_sabechdi

ედიშერ გვენეტაძე: გონივრული ეჭვია, ამ ცემა-ტყეპას თავად ნაციონალები და მათთან მიტმასნული ის კრიმინალები სჩადიოდნენ, რომლებიც პერმანენტულად უტევენ სახელმწიფო დაწესებულებებს და სხვადასხვა გეგმებს ამუშავეენ სახელმწიფო გადატრიალებისათვის

„დიდი გონივრული ეჭვია, რომ წუხანდელ ამ ცემა-ტყეპას თავად ნაციონალები და მათთან მიტმასნული ის კრიმინალები სჩადიოდნენ, რომლებიც მოყოლებული 20 ივნისიდან პერმანენტულად უტევენ სახელმწიფო დაწესებულებებს, ძალადობენ სამართალდამცავებზე და დღე და ღამ ფიქრობენ და სხვადასხვა გეგმებს ამუშავეენ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებისათვის”, – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ძალადობაზე პროტესტს ის ადამიანები გამოთქვამენ, რომლებიც ესალმებოდნენ გასული წლის მარტში პარლამენტის შენობასთან პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობებს.

„აწრიალდნენ და პროტესტებს გამოთქვამენ ნაცების გაძუყვნის (გურ. ცემის) გამო ის “დემოკრატიით” გადაღლილები, რომლებიც უაპელაციოდ ესალმებოდნენ გასული წლის მარტში პარლამენტის შენობასთან პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობებს პრეზიდენტის ოკეანის გაღმიდან ძალადობის წახალისების მოწოდებებს!

რომელთაც სიხარულის ჟივილ-ხივილი ატეხეს პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაში ეჭვმიტანილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გამო!

რომლებიც სიხარულით ჭყლოპინებდნენ, როდესაც ვიღაც შარახვეტია კრიმინალები აგერ 1 მაისს პარალამენტის ჭიშკარს, რომ უტევდნენ, მინებს ამსხვრევდნენ და ქუჩებს ცეცხლს უკიდებდნენ!

დიდი გონივრული ეჭვია, რომ წუხანდელ ამ ცემა-ტყეპას თავად ნაციონალები და მათთან მიტმასნული ის კრიმინალები სჩადიოდნენ, რომლებიც მოყოლებული 20 ივნისიდან პერმანენტულად უტევენ სახელმწიფო დაწესებულებებს, ძალადობენ სამართალდამცავებზე და დღე და ღამ ფიქრობენ და სხვადასხვა გეგმებს ამუშავეენ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებისათვის(ამის უტყუარი დასაბუთებული მონაცემები სუს-მა უკვე გამოაქვეყნა)!

თქვენგან განსხვავებით, პატივცემულო, თქვენთვის საჭირო დოზით “დემოკრატიით” მოპოპულისტებო!

ჩემი მხრივ, მე ნამდვილად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ყველგან და ყოველთვის!

და ველი, რომ გამოვლენილი იქნება ძალადობის დამკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებელები!”– წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე იხილეთ