top_leaderboard
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია ემზადება, როგორმე იმიჯი შეულახოს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს

„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ისინი [ოპოზიცია] ემზადებიან იმისთვის, რომ როგორმე იმიჯი შეულახონ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, გამოაცხადონ ის არალეგიტიმურად და ა.შ. რადგან მათ არ აქვთ იმედი, რომ ქართული საზოგადოება მათ მისცემს ხმას და მისცემს უფლებას, რომ ქვეყანა მართონ“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ ისევ მღვრიე წყალში დაიჭიროს თევზი.

„რაც შეეხება ჩვენს მცდელობებს, ჩვენ ერთადერთი ინსტრუმენტი გვაქვს ამ შემთხვევაში, ეს ინსტრუმენტია სიმართლე და ქართული საზოგადოების მხარდაჭერა. თუ სიმართლე არის ჩვენ მხარეს და თუ ქართული საზოგადოება ჩვენ მხარს გვიჭერს, მაშინ ვერანაირი მცდელობა, ოპოზიციის ვერც ერთი ფრთის, მითუმეტეს რადიკალური ფრთის, ვერ იქნება წარმატებული და ისინი ვერ შეძლებენ საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანას. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ჩავატარებთ არჩევნებს, ეს არჩევნები იქნება ჩვენი საზოგადოების ნების გამომხატველი და შესაბამისად, არავის ექნება იმის საფუძველი, რომ არჩევნების შედეგის სისწორეში შეიტანოს ეჭვი. შემდგომ უკვე, თუ ისინი მაინც შეეცდებიან არეულობისა და პანიკის დათესვას საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ ამაზე სათანადო პასუხს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე იხილეთ