პოეტი როინ აბუსელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძალიან კარგი ამბავი... ოქტომბრის ბოლოს ეს პაწაწინა კრებული მზის სინათლეს იხილავს.
დიდი მადლობა ფონდი „ოცნების“ პრეზიდენტს, ქალბატონ ნათია სვანიძეს გაწეული სპონსორობისთვის.
მადლობა უნიჭიერეს მხატვარს, გრაფიკოსს, Nini Kemo Art-ს, წიგნის გარეკანის დამზადებისთვის...
და განსაკუთრებული მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველს, ვისთვისაც ეს ინფორმაცია სასიხარულო გამოდგა.
პატივისცემით“, - წერს როინ აბუსელიძე.