logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: სულ გვეომებიან, გვკლავენ და არ ვმთავრდებით, გამჩენის წილხვედრნი ვართ
- +

12 იანვარი. 2020. 00:42


ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აზიარებს ვიდეოს, რომელსაც 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და სადაც, ახალგაზრდები კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის სიმღერას - „ქრისტე იშვა ბეთლემსაო“ , ასრულებენ.

 

ქვეყანა, სადაც ასეთ საგალობელს ქმნიან , ასეთ ხმებს გამოსცემენ, ისე ცეკვავენ, როგორც ჩემები-ქართველები, ისე უყვართ რომ ამბობენ- "სადაც შენ დაიმარხები, ნეტა იმ ეკლესიასოო", სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ იცოცხლო და ბედნიერი იყო - მზეც, წვიმაც, თოვლიც, ზღვაც, მდინარეც, ტყეც, ბალახიც, სადაც სიკვდილს გარდაცვალება ქვია და წმვიმას სამოცამდე სინონომი აქვს, სადაც მიწა მარტო მიწა კი არა-დედამიწაა, სადაც ჩვენამდე ხო თქვეს -"რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო", სადაც რუსთაველია, ილიააა, ვაჟაა, გაკაკტიონია, სადაც ყველა კენჭს ისტორია აქვს, სადაც სულ გვეომებიან, გვკლავენ, გვანადგურებენ და არ ვმთავრდებით და არც არასოდეს დავმთავრდებით, აი, პირდაპირ იმასთან ვართ "გარიგებულები", ვისაც ასე ვუგალობთ, იმის გამჩენის წილხვედრები ვააართ და იმისი კალთა გვიფარავს, ღმერთოო, ისევ შენ უშველე ამ ქვეყანას და დაიფარე ყველა განსაცდელისგან, ბედნიერებით, სიკეთით და მადლიერებით გაავსე აქაურობა!!!“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner