logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: გვარამიამ, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრებაო
- +

16 ივნისი. 2020. 11:50

 

 

 

„სუს-მა თავისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა - გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე - გაბუნია, ღვთის მადლით, საღ-სალამათია. ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი, არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარუყვია“, - ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი, „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, უკრაინიდან კოორდინირებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების, ანუ შეუტობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია.

 

„რა ინფორმაცია დაგვიგროვდა საქართველოს მოქალაქეებს გვარამიას ბრიფინგის, გაბუნიას კომენტარისა და სუს-ის განცხადების გაცნობის შემდეგ? გავიგეთ, რომ, სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინიდან კოორდინირდებოდა, საქართველოში ჩამოვიდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის ჩადენის მიზნით. ეს ინფორმაცია მიიღეს გვარამიამ და სუს-მა. ორივე სუბიექტს წარმოეშვა როგორც სამართლებრივი, ისე მორალური ვალდებულება, ყველაფერი ეღონა პოტენციური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად. სუს-მა თავისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა - გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე. გაბუნია, ღვთის მადლით, საღ-სალამათია. ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი (@მთავარი), არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარუყვია. ინფორმაცია, ჯამში, მწირი გვაქვს, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ინტუიციურად მაინც მივხვდეთ, ვის როგორი შედეგით სურდა, ეს ისტორია დასრულებულიყო.

 

P.S. რომ შევაჯამოთ - უკრაინიდან კოორდინირებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების (უმოქმედობის), ანუ შეუტობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია. დასკვნები თქვენთვის მომინდვია“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა.

 

თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის ისედაც ნათელი იყო საფრთხის არსებობა, რადგან კადიროვს არც დაუმალავს, რომ „მისი გამოსვლის შემდეგ რაღაც დაემართებოდა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner