logo_geo
eng_logo
პაატა ვარდანაშვილი: შარშან ოქტომბერში შატილის სკოლა რომ დაიწვა, წელს ახალი აშენდა. გუშინ დავათვალიერე და ძალიან მომეწონა
- +

30 სექტემბერი. 2020. 12:01

 

 

„შარშან ოქტომბერში შატილის სკოლა რომ დაიწვა წელს ახალი აშენდა. ეს მხოლოდ სკოლა არაა - პირველ სართულზე სკოლაა, მეორეზე პანსიონი - პირიქითა ხევსურეთის ყველა სოფლის ბავშვები აქ ცხოვრობენ და სწავლობენ, არა მხოლოდ პირიქითა - ბარიდანაც ადიან ამ სკოლაში სასწავლებლად“, - წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

 

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება.

 

„გუშინ დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. ამჟამად ეზოს მოპირკეთება მიმდინარებს, ინვენტარს შეიტანენ და ალბათ უახლოეს მომავალში მოსწავლეებიც შევლენ.

 

  1. S. მორები დამუშავებულია ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარით და სკოლაში მოწყობილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა“, - წერს პაატა ვარდანაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner