logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: გილოცავთ ბატონო გურამ დაბადების დღეს!
- +

17 ოქტომბერი. 2020. 12:39

 

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში გურამ შარაძეს დაბადების დღეს ულოცავს და წერს:

 

„დღეს ის 80 წლის გახდა და არა გახდებოდა, მაგრამ დაადასტუროს ვინმემ, რომ მას 80 წლის გურამ შარაძე წარმოუდგენია. მე ვაღიარებ: არა! მე ვერ წარმოვიდგენ. ახლა მეორე: წარმოგიდგენიათ როდისმე ის მდორედ მიმყოლი ამ ცხოვრების მაჯისცემას? კორონა ვირუსის გამო პანაშვიდზე არმისული? არა! ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღის წინ ვნახე ბიბლიოთეკაში და მესამე სართულზე ამოირბინა 20 წლის ბიჭივით ხელში უზარმაზარი ჩანთით. დღეს მე ქოშინით ავდივარ ამ კიბეებს. ის მარად ახალგაზრდად დარჩა ჩემს და თქვენს მოგონებებში. გილოცავთ ბატონო გურამ დაბადების დღეს!“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner